|
2018-02-06 16:27:30, 1608 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: შპს „ლანცეტის“ დირექტორს არანარი პასუხისმგებლობა არ აქვს იმაზე, როგორ ჩაატარებს ოპერაციას ტრანსპლანტოლოგი
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლის სასამართლო პროცესი 8 თებერვლისთვის გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რის შემდეგაც, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფარმან ჯეირანლის უშუალოდ არ ჰქონდა შეხება ოპერაციასთან, რომელიც ორი დამიანის გარდაცვალებით დასრულდა. მისივე განმარტებით, კლინიკის დირექტორს არანაირი პასუხიმგებლობა და შეხება არ აქვს იმასთან, თუ როგორ და როდის ჩაატარებს ოპერაციას ტრანსპლანტოლოგი. „ფარმან ჯეირანლის არ ჰქონდა უშუალო შეხება ამ ოპერაციასთან, რომელიც, სამწუხაროდ, ორი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. ჯერ ზოგადად არ დადგენილა, რომ ეს ოპერაციები ჩატარდა რაიმე დარღვევით, რომ რაიმე საექიმო შეცდომას ჰქონდა ადგილი, მაგრმ ეს ასეც რომ იყოს, კლინიკის დირექტორს, ამ საავადმყოფოს მფლობელს, არანაირი შეხება და პასუხისმგებლობა არა აქვს იმასთან, როდის და როგორ ჩაატარებს ოპერაციას ტრანსპლანტოლოგი. აქედან გამომდინარე, უცნაურია, რომ ამ ტრანსპლანტოლოგს რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, 9 თვის განმავლობაში, არათუ ბრალი არ წაუყენეს, არც დაკითხულა. სულ ერთი კვირის წინ წაუყენეს ბრალი, როცა შეატყვეს, რომ ფარმან ჯეირანლის წინააღმდეგ, არგუმენტები არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ძალიან სუსტია. იგი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. 8 თებერვლის სხდომაზე, უკვე ბრალდებული- კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც, მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. შეგახსენებთ, პროკურატურამ შ.პ.ს „ლანცეტის“ დირექტორი, პაციენტებისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის, მოტყუებით დაუფლებისა დ სიცოხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა. პროკურორის მტკიცებით, ფარმან ჯეირანმა, პაციენტების თანხა თაღლითურად მიითვისა და ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩაატარა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)