13:30 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:18:44, 1573 ნახვა

კომენტარი
ბესელია: შესყიდვებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება

„არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებულ შემოწმების ანგარიში განიხილეს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრობლემები, რომლებზეც აუდიტის სამსახური 2013 წლამდე პერიოდში წერდა, აღმოფხვრილია და რეკომენდაციების შესრულების კუთხით დინამიკა დადებითია.

„ჩვენ დღეს ნდობის ჯგუფის ფორმატში მოვისმინეთ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების საიდუმლო შესყიდვების აუდიტის სამსახურის ანალიზი და ეს მონაცემები შედარებითი კვლევის ანალიზს ეყრდნობა, რაც ახალ მიდგომას წარმოადგენს. რაც შეეხება თავად ანალიზს - უდაოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათი 2013 წელთან შედარებით. ის პრობლემები, დარღვევები და ხარვეზები, რომლებზეც აუდიტის სამსახური წერდა 2013 წლამდე პერიოდში, დღეს აღმოფხვრილია და რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკაა. არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში საინტერესო დისკუსია გავმართეთ, იმისთვის რომ დაგვენახა ამ დადებითი ტენდენციის უფრო ღრმა შინაარსი", - აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics