13:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 13:02:48, 1887 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: აუდიტის ანგარიშში ძირითადად ადმინისტრაციული ხარვეზებია - არანაირ კატასტროფასთან საქმე არ გვაქვს

„აუდიტის სამსახურის ანგარიშში ძირითადად ადმინისტრაციულ ხარვეზებთან გვაქვს საქმე, რომელიც თავის მხრივ, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ.

 „შემიძლია გითხრათ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, გარკვეული დარღვევები, თუმცა ძირითადი ნაწილი გამოწვეულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობის გამო, არის ტექნიკურ დავალებებში ძალიან ბევრი შეცდომა, არის ჩაშლილი ტენდერები, არის რიგ შემთხვევებში არასწორი აღრიცხვიანობა, რაც უკავშირდება გარკვეულ არასწორ გამოცდილებას წლების მანძილზე.

თავად ანგარიში, როგორც ეს სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ბატონმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, არანაირად არ არის საგანგაშო. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა ხელისუფლების ფინანსურ საქმიანობასთან. აქ გვაქვს ძირითადად ადმინისტრაციულ ხარვეზებთან საქმე, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. დოკუმენტი, რომელიც გრიფით საიდუმლოა, 2015-2016 წლებს მოიცავს. შეხვედრას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილიც ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics