|
2018-02-02 17:19:44, 1913 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო
საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრის ფორმირების (IXP) საკითხები განიხილეს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიების, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), „ოუფენ ნეტის,“ ფეისბუქის (Facebook), ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების და ხედვების გაზიარება საქართველოში ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და სატელეკომუნიკაციო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის. „დღევანდელი ღონისძიება ეხება საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პროგრამის განვითარებას და ასევე ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩათვლის მექანიზმების ფორმულირების საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ რა თანამედროვე მიღწევები არსებობს აღნიშნულ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთდიალოგის ასეთი მექანიზმი, რათა მოხდეს ინფორმაციის განახლება, თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის მიმდინარე პროგრამა“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის პროექტი „ციფრული ბაზრების ჰარმონიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (HDM). ამ პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტელეკომუნიკაციის სფეროში რეგულაციებისა და ციფრული ბაზრების მაქსიმალური დაახლოება ევროპის შესაბამის ბაზრებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკომისია მსოფლიო ბანკის საშუალებით დაეხმარება საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებაში, რომელიც საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით ორიენტირებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარების საკითხებზე. ტექნოპარკში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) და ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) ორგანიზებით ჩატარდა. (NS)
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)