|
2018-02-02 15:54:21, 1827 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაწეულ დახმარებას, რომელიც 96 ჰიბრიდული და ელექტრომანქანის გადმოცემას გულისხმობს. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული მანქანები მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მათ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ისინი საპატრულო პოლიციას გადასცეს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ შავი ჯიპების ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს და დაბურული ავტომობილებით გადაადგილებაზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, თავდაპირველად შავი ჯიპების სხვა ფერის მანქანებით ჩანაცვლება მინისტრების დონეზე მოხდება: „ჩვენ გვინდოდა, საპატრულო პოლიცია ყოფილიყო პიონერი და პირველი საპილოტე პროექტი წორედ ამ მიმართულებით განვახორციელეთ იაპონიის მთავრობის ჩართულობით. მინდა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მივმართო, რომ დროა, შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ საქართველოში, რადგან ყველას აღიზიანებს, მათ შორის მეც, ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა, ვფიქრობ, როცა საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ, რადგან ვფიქრობ, დროა გადავიდეთ პირველ რიგში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რიგიში მინისტრების დონეზე, არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც, არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან და გავრცელდება თანდათან ყველგან. ამას ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვები. დელეგაციების დახვედრისას თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს, შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ, სხვა არც ერთ შემთხვევაში ჩემთვის არ იქნება მისაღები. მგონია, ეს შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ,საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ, არ მგონია, უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით სარგებლობა. უარი უნდა ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“,-განაცხადა პრემიერმა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)