13:23 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:49:51, 905 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ქედაში, ცხმორისის ტერიტორიაზე მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.

"ბათუმი-ხიჭაურის მონაკვეთზე გაზიფიკაციის სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება. მთის გაზიფიცირება ისტორიული პროექტია. მილსადენი შუახევამდე უკვე ფაქტობრივად მოსულია. უახლოეს პერიოდში ამოვა გაზი "გოდერძამდე" და ამავდროულად მოხდება სოფლების დაქსელვა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009" ასრულებს. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ცხმორისის პარალელურად ახალშენის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გაზის მილები დაახლოებით 22 კილომეტრზე უკვე ჩადებულია. სამუშაოებში, ჯამში, 80 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 65 კმ. სიგრძის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics