|
2018-02-01 13:42:10, 1754 ნახვა
კომენტარი
35-ე სკოლის მოსწავლის მშობელი: დაპირისპირება არავისთან არ ჰქონდათ - ვიღაც გამვლელებმა მიაყენეს ჭრილობები
გუშინ დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ირაკლი ცანავა აცხადებს, რომ მოზარდებს ჭრილობა უცნობმა პირებმა მიაყენეს. როგორც ცანავამ აღნიშნა, მათ დაზიანებები გულ-მკერდის არეში, დანით აქვთ მიყენებული. "ბავშვები კარგად არიან. არანაირი დაპირისპირება არავისთან არ ჰქონდათ. ქუჩაში მოხდა ეს ყველაფერი - შემთხვევით ვიღაცეებთან იჩხუბეს. ვიღაც გამვლელებმა მიაყენეს ჭრილობები. როგორც ვიცი, თვითონ ასე ამბობენ, თანატოლები იყვნენ. ორივეს თითო ჭრილობა აქვს გულ-მკურდის არეში მიყენებული. სხვა არაფერი არ ვიცი. დეტალურად არ გვილაპარაკია", - განაცხადა ერთ-ეერთი დაჭრილი მოზარდის მამამ. შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)