|
2018-01-31 15:25:52, 1886 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება. სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა საფრენი აპარატის საშუალებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ინვესტორებთან ერთად ჩადო. სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს შენობაში განთავსდება. 200 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში 45 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. თბილისის მერის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მისივე თქმით, ინვესტორთა ჯგუფმა პროექტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი, იტალიელი პიერო ლისონი მოიწვია. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს შენობა დაახლოებით, 10 წელია, უფუნქციოდ იყო გაჩერებული. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში, სადაც შეგვეძლება სტუმრის მიღება, ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით. მშენებლობის პროცესში დაახლოებით, 500 ადამიანი დასაქმდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტი ასევე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძველის და ახლის შერწყმა ხდება. მიზანმიმართულად არის დატოვებული ძველი შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი, თანამედროვე შენობა შეუერთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat Investment ახორციელებს, გენერალური კონტრაქტორი კი, სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს. სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. (NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)