06:26 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 18:05:03, 1716 ნახვა

კომენტარი
ჯავახაძე: 14-დან 18 წლამდე პირებში დანაშაული შემცირებულია, 14 წლამდე არასრულწლოვნებში კი, მცირედით მოიმატა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, 14-დან 18 წლამდე პირებში, რომელთან მიმართებაშიც არასრულწლოვანთა მართლმასჯულების კოდექსი ვრცელდება, დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია.

„ძირითადად მივმართავთ განრიდებას და სისხლის სამართლებრივი დევნა არის საკმაოდ მცირე შემთხვევებში“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, 14 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში კი მდგომარეობა მცირედით  გაუარესებულია.

„ვინაიდან მათ მიმართ დევნა არ ხორციელდება. თუმცაღა ასამუშავებელია სხვა ალტერნატიული მექანიზმები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის რეფერირების მექანიზმი, ეს არის იმ პროექტის ნაწილი, რომელსაც ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვამუშავებთ. გახსოვთ ვთქვით, რომ  გვექნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მანდატურის ინსტიტუტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ასევე რეფერირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.  რეფერირება-ეს არის უფრო კომპლექსური მიდგომა, ვიცით, რომ 14- წლამდე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, შესაბამისად ასეთ პირებთან ერთობლივად უნდა იმუშაოს განათლების, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა და ა.შ. რათა ამ პირების რესოციალიზაცია განხორციელდეს.ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალიზებული დაწესებულებები და შემუშავებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და წარედგინება საზოგადოებას უახლოეს დღეებში“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics