|
2018-01-30 14:23:16, 1736 ნახვა
კომენტარი
ნარმანია - კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი, რომ მეტროსადგურში სამუშაოები ხარისხიანად ჩაეტარებინა
მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარი დროულად უნდა იქნას გამოძიებული და უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლის შეცდომის გამოც, უბედური შემთხვევა მოხდა. “შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ გაირკვეს გამოძიებით რასთან გვქონდა საქმე. მე რაც ნამდვილად მახსოვს, პროექტი არსებობდა ნამდვილად, საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. ასევე რაიმე სახის დაჩქარებასთან ან დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან კომპანიასთან მითითებები არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ გაეკეთებინა სამუშაოები ხარისხიანად. ალბათ ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს გამოძიებამ პასუხი და შესაბამისად, დაისაჯონ ძალიან მკაცრად ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა დგას ჩატარებული სამუშაოების ჩაბარების კუთხით - თბილისის ყოფილი მერმა მერმა აღნიშნა, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ფლობს. „დეტალებზე უნდა ვკითხოთ სატრანსპორტო კომპანიას, იმიტომ, რომ საკუთრივ სატენდერო კომისიაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია. შესაბამისად, მეტ დეტალურ ინფორმაციას კომპანია მოგაწვდით. მე ერთხელ ვიმყოფებოდი ობიექტზე, ისევე როგორც ამ კომპანიის მიერ შესრულებულ წინა ობიექტზე, ახმეტელის მეტროსადგურში. ჩვენ ამ მეტროსადგურების რეაბილიტაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ იქ იყო ძალიან კრიტიკული მდგომარეობა“, - განმრტა ყოფილმა მერმა. ცნობისთვის, სწორედ ნარმანიას მერობის პერიოდში გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს "ყვარელრემმშენმა" და მისივე მერობის პერიოდში ჩაიბარა თბილისის მერიამ დასრულებული და რეაბილიტირებული პროექტები. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)