11:42 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 14:05:24, 2075 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ ორ ადამიანს ოპერაცია უტარდება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 4 პირიდან, რომლებიც მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადიან, ორს ოპერაცია უტარდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics