|
2018-01-30 13:33:25, 1811 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანებოს თავი გირგვლიანის სახელით მანიპულირებას
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას მოუწოდებს გაათავისუფლოს სისტემა იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას. "სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ "გირგვლიანის პაკეტი" უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან გათავისუფლება, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში გირგვლიანის პაკეტი იქნება ფარსი. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე მუშაობის დაწყება დააანონსა. შესაბამისი განცხადება ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე სანქციები გამკაცრდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)