03:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 15:03:30, 2630 ნახვა

საზოგადოება
„ის პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო“ - პრეზიდენტი ლევან გორგაძეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოგებას ულოცავს.

შესაბამისი მილოცვა პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელსაც ოდესმე მოუგია იმპერატორის თასი", - წერს პპრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელი შოჰაზანი დაამარცხა, რითაც საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია ისტორიაში, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტურნირზე 13 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics