03:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 14:49:32, 2399 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს სწრაფი კვების ობიექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობისას კარგად დააკვირდნენ, თუ რა პირობებში მზადდება საკვები.

როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილემ,  პაატა იმნაძიმ განაცხადა, აუცილებელია დაცული იყოს ჰიგიენა და პროდუქტის შენახვის პირობები.

"ძირითადი აქ არის რა თქმა უნდა ის, რომ ყველა პროდუქტი უნდა იყოს დაცული სწორ ტემპერატურულ რეჟიმში - დამზადების მომენტიდან მომხმარებლებამდე მისვლამდე. ასევე უნდა იყოს დაცული დამზადების ელემენტალური ჰიგიენური ნორმები. ჩემი რჩევა იქნება, რომ ძალიან კარგად დააკვირდნენ სად შეიძენენ თავიანთ პროდუქტს. უბრალოდ შეხედონ იქ როგორი სიტუაციაა და არის თუ არა დაცული ჰიგიენის ელემენტარული წესები", - განაცხადა იმნაძემ "ქრონიკის" ეთერში.

ცნობისთვის, კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 4 ადამიანი განაგრძობს. მათ ბაქტერია სალმონელა აღმოაჩნდათ. ინტოქციკაციის მიზეზი "კარფურში" შეძენილი ქათმის სენდვიჩი გახდა. ჰიპერმარკეტი 1000 ლარით დაჯარიმდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics