02:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 16:53:43, 2334 ნახვა

საზოგადოება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე განსხვავებულ ფორმატში დამატებით ერთი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მედიის  წარმომადგენლებს  დამატებით სხვა ფორმატში შეხვედრასაც სთავაზობს.

„გვაქვს დრო 1 თვე დაახლოებით, სანამ გავა  საკითხი პლენარულზე განსახილველად,  კიდევ შეგვიძლია გავიაროთ კონსულტაციები. ერთი ფორმატი დამატებით დაგვჭირდება, სადაც იქნება წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეც.  ეს იქნება საუკეთესო ფორმატი, რათა ვისმჯელოთ არგუმენტებით, შევაფასოთ პოზიციები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს 21 გვერდიან დოკუმენტში არც ერტთ არგუმენტი არაა წარმოდგენილი:

„შეიძლება ბუნებაში არსებობს არგუმენტები, მე არ ვამბობ,  რომ თქვენ არ გაქვთ არგუმენტები, ან ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები, მაგრამ ჩვენთან როცა მოდის ვეტო, იქ უნდა იყოს არგუმენტებით გაჯერებული დასკვნა. აქ არც ერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი“,-აღნიშნა კობახიძემ.

 კერძო ტელევიზიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები   სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ფიქრობენ, რომ ბაზარზე ბიუჯეტიდან  50  მილიონი ლარით დაფინანსებული "საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შესვლით, არათანაბარი პირობები შეიქმნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics