|
2018-01-25 21:16:13, 1709 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: გამსაღებლების მიმართ მკაცრები უნდა ვიყოთ, ხოლო მომხმარებლების მიმართ - ლოიალურები
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს ეხმაურება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი არ გამართლდება. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ კანონი ლოიალური უნდა იყოს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ორი რადიკალური პოზიციით, რომელიც არის საზოგადოებაში და ასეთივე პოზიცია არის უმრავლესობაშიც, ამოვიღოთ ყველაზე რაციონალური კომპონენტი. ერთი მხრივ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ გასაღების რისკები და გამსაღებლების მიმართ ვიყოთ ძალიან მკაცრები და მეორე მხრივ ვიყოთ ლოიალურები, ლიბერალურები მომხმარებლების მიმართ. მიზანია, შევქმნათ შესაბამისი ცენტრები, ვუმკურნალოთ მათ და დავუბრუნოთ საზოგადოებას. თუ ამ ფარგლებში ვინმე ფიქრობს რომ ვთქვათ - 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, მე ვეტყვი მათ რომ ეს მელოდინი არ გამართლდება. ამ საქმეს მეორე მხარე აქვს. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ადამიანი არაკანონიერად იყო დაკავებული, წინ სასამართლოს ორი ინსტანცია არსებობს და შეუძლიათ, იდავონ. თუ ერთი პროცენტი ეჭვი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს წარმატებას ვუსურვებ”, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტთან მესამე სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "ყველა ერთისთვის" თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. აქცციის მონაწილეები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ასევე მათ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდეს, რათა მან კანონმდებლობით მინიჭებული ექსკლუზიური - შეწყალების უფლება გამოიყენოს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)