|
2018-01-25 13:53:41, 1719 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: თუ გამოთავისუფლებულ შენობებში მოხერხდება განთავსება, ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აღარ აშენდება
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევასი, თუკი ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში გაერთიანებული სამინისტროს (ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა) განთავსება მოხერხდება, ახალი შენობა აღარ აშენდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღება: „ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან დაკავშირებით გახსოვთ,რომ ეკონომიკის სამინისტეროს ყოფილი შენობა გაიყიდა აუქციონზე 9 მილიონ აშშ დოლარად, ეს თანხა ბიუჯეტში შემოსულია.ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო გარკვეულ შენობაში. მოიძებნა ეს შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა ფუნქციონირება. დღეის მდგომარეობით, თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყგვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების. მიწა არის მოძებნილი, პროექტი გაკეთებულია. ჩვენ განვიხილავთ და ალბათ ამ კვირაში დავასრულებთ უკვე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არ ავხერხებთ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისულფებულ შენობებში რომ განვათავსოთ გაერთიანებული სამინისტრო,იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდგვარად რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება, თუ განვათავსეთ, სამინისტროს ახალი შენობა არ აშენდება“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)