03:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 10:51:14, 1778 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა

კითხვა - მოდით, ორიოდე სიტყვით ისევ კორუფციის თემას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ვახსენეთ, ცხადია, რომ ქვეყანა ვერ გამდიდრდება, თუკი ის ვერ აღმოფხვრის კორუფციას. მე მაინტერესებს, პირიქით ვარიანტი თუ გვხვდება? ანუ, ქვეყანა, თუკი არ არის შეძლებული, ვერ ახორციელებს ეფექტიან ბრძოლას კორუფციასთან. ასეთი გამოწვევა თუ ფიქსირდება საქართველოს შემთხვევაში?

„დღესდღეობით დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა. ეს მართლაც არის დიდი გამოწვევა, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას და, ზოგადად, სიღარიბესთან ბრძოლას ქვეყანაში“,-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც,  „ქვეყანა, თუკი არ არის შეძლებული, ვერ ახორციელებს ეფექტიან ბრძოლას კორუფციასთან- ასეთი გამოწვევა თუ ფიქსირდება საქართველოს შემთხვევაში“.

კვირიკაშვილის განმარტებით,  ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპეციალური სახელმწიფო პროექტების შემუშავება, რომლებიც  სიღარიბის დონის შემცირებასა და შემდეგ   აღმოფხვრას გულისხმობს:

„ სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ჩვენ ყურადღებას დამწყები ბიზნესის მხარდაჭერაზე, სპეციალური ეკონომიკურ პროექტებზე სოფლად - მიკრო გრანტების პროექტებზე, პროექტზე „აწარმოე საქართველოში", დამწყები ბიზნესების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით.

ბიზნესის შექმნის ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ საბანკო სესხების სუბსიდირებას - მხოლოდ სასტარტო პერიოდში, რათა უარყოფითი გავლენა არ მოვახდინოთ კონკურენტულ გარემოზე. ასევე უნდა ვახსენო კომერციულ ბანკებთან ურთიერთობებში დამწყები ბიზნესების საგარანტიო ვალდებულებებში თანამონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ახალ სფეროებში (ჰიდროპონიკა და წარმოების სხვა დარგები) უცხოელი ექსპერტების მოწვევა, დაფინანსება. ასე რომ, ლაპარაკია მთავრობის მხრიდან კომლექსურ ზომებზე, რომელთა მიზანიცაა, ზოგადად, ქვეყანაში სიღარიბისგან მომავალი რისკების მინიმიზაცია.

ჟან-ივ შარლიე - ნება მომეცით, ჩაგერთოთ. ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი. დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ იმ სიმარტივეს, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო ინვესტორების მიერ ბიზნესის წარმოებას საქართველოში. ვხედავთ, რომ, ზოგადად, რეგიონშიც მიმდინარეობს სულ უფრო აქტიური რეფორმები ამ მხრივ. ჩემი აზრით, კორუფციის საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ კონტექსტში, სადაც უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც ეს ნაგულისხმევია ჩვენს პოლიტიკაში. და ჩვენთვის ნათელია საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. ასე რომ, მხოლოდ დავადასტურებ ყველაფერს, რაც პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics