|
2018-01-23 15:12:07, 1996 ნახვა
კომენტარი
მეზობელი: ანატოლი ბერძენიშვილი აშენებს ეკლესიებს და უფალთან ახლოს არის, ეს უსამართლობაა
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, რომ მისი დაკავება მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ბერძენიშვილის მეზობლები მას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის ქვეყნის მასშტაბით ტაძრებს აშენებდა. "ყველაფერი არის უსამართლო. სჯობს დაიჭირონ მართლა დამნაშავეები, ვიდრე მოკიდონ ხელი ისეთ პატიოსან ადამიანს, როგორიც ანატოლი ბერძენიშვილია. ის ნამდვილად ოჯახის ადამიანია და უკვე 10 წელია ემსახურება ქვეყანას. აშენებს ეკლესიებს და უფალთან ახლოს არის. ეს არის უსამართლობა, მეტი არაფერი", - განაცხადა ბერძენიშვილის მეზობელმა ქალბატონმა "იმედის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)