|
2018-01-21 15:03:50, 2374 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია 21 იანვარს გაიმართა. ოფიციალურ ღონისძიებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრებოდა. ოფიციალურ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც რეგიონის, ისე საქართველოს მთავრობიდან. სტადიონის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები. ღონისძიებაზე სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლით ბათუმის დინამოს წარსული გააცოცხლეს, შესრულდა ცეკვა ,,ხორუმი" და სიმღერა ბათუმზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება მიულოცა და მეგა-პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ ისტორიული პროექტის დაწყების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის, სრულიად ახალი და თანამედროვე სტადიონი პირველად სწორედ ბათუმში შენდება. დღეს აქ შესრულდა ქართული ცეკვა ხორუმი, და ზუსტად ხორუში იგრძნობა ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა, ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი წარმატება და ჩვენი გუნდურობა. და როცა ვსაუბრობთ ახალ სტადიონზე, თქვენ ხედავთ პროექტს, რომლის გარე ფასადშიც სწორედ ხორუმის ელემენტებია ჩართული. ბათუმის სტადიონი იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის და გამრჯვების სიმბოლო". როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფეხბურთის და სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ეკონომიკის წინსვლას რეგიონში. ,, დღეს არის განსაკუთრებული გრძნობა, ყველანი ბედნიერები ვართ. ყველას გვიხარია ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ეს არის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილი. პირველ რიგში, ეს დღე მინდა მივულოცო ბათუმელებს. კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლე მთხოვდა, როდის იქნებოდა ბათუმში ცენტრალური სტადიონი და დღეს ეს სიტყვა იქცა საქმედ," – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ანსამბლ „ბათუმის" მიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერის" თანხლებით გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. ბათუმის სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი" აშენებს. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)