|
2018-01-18 12:15:48, 1807 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო
თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა. „მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. საუბარია, თითქოს, მერიამ შეამცირა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი კვების მენიუ, რაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალიან დიდი ტყუილია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ახალი მენიუ საქართველოს მთავრობის 2017 წლის ოქტომბრის თვის დადგენილებით განსაზღვრული კალორაჟის ახალი ნორმის შესაბამისად შედგა. „გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო N487 დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით დამტკიცდა ახალი მენიუ საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები“, - განმარტა კახა კალაძემ. (NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)