|
2018-01-17 17:44:43, 886 ნახვა
რეგიონი
სხალთის სკოლას თანამედროვე კომპიუტერები გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში სხალთის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილი საკლასო ოთახი გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპიუტერები სკოლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ბათუმის საზღვაო პორტის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. მაღალმთიანი აჭარის სკოლაში ახალი საინფორმაციო-კომპიუტერული საკლასო ოთახის გახსნას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედრაჰიმოვი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის თანამონაწილეობა საქველმომქედო პროექტებში, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო მიმათულებით. ,,ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიან აჭარაში კომპიუტერული ტექნიკის დამატებით შემოტანა და ოთახების მოწყობა,. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყაზახურ მხარეს, ბათუმის საზღვაო პორტს. ერთობლივი, სწორი, კოორდინირებული მუშაობის შედეგია დღევანდელი სოციალური პროექტი. არაერთ პროექტში იღებენ ისინი მონაწილეობას. საახალწლოდ რამოდენიმე მიმართულებით განხორციელდა საქველმოქმედო აქციები. თუმცა, დღეს მე მოხარული ვარ, რომ უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტში სხალთის სკოლაში თანამედროვე ტექნიკა ამოვიტანეთ, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მეტი განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დაუფლების. ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი და ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. კომპიუტერების საკლასო ოთახში სხვადასხვა საგნის პრეზენტაცისთვის ამიერიდან საუკეთესო პირობებია შექმნილი. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და ინტერნეტის გამოყენება ხელს შეუწყობს თანამედროვე მეთოდებით სწავლების განვითარებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)