|
2018-01-17 16:32:35, 1902 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია უკვე გამოცხადებულია და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რეორგანიზაცია 1-ელ აპრილამდე დასრულდება. „ასევე მიმდინარეობს კონკურსი, შერჩევის პროცესი და ძალიან მალე ვფიქრობთ, ეს პროცესი დასრულდება. დასრულდება ისე, რომ ორივე უწყება, ერთი უკვე სტრუქტურის ფარგლებში, გააგრძელებს ეფექტურად საქმიანობას. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, და შეიქმნება შესაბამისი სტრუქტურები უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებას, შესაბამისი ადამიანური რესურსით. რა თქმა უნდა ეს გულისხმობს ასევე საკადრო ოპტიმიზაციასაც. რეორგანიზაციის შემდეგ იქნება ცნობილი, რა ადამიანური რესურსით შევძლებთ ჩვენ ამ ფუნქციის განხორციელებას. რეორგანიზაციის ვადები რა თქმა უნდა ცნობილია, ჩვენ უნდა დავასრულოთ 1-ელ აპრილამდე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს ძალიან აქტიურად ვახორციელებთ და შესაძლოა, მანამდეც დასრულდეს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, რამდენიმე უწყება გაუქმდა, მათ შორის ევროპულ და ვეროატნალტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)