|
2018-01-17 16:28:34, 2104 ნახვა
კომენტარი
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე: გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა
„გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა. დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „აუცილებელია, გლეხს ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს“. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში ერთი ფერმერიც არ აღმოჩნდა, რომელიც მათი ინსტრუქციის შესაბამისად გაასუფთავებდა ნაკვეთს და თხილს სათანადოდ დაამუშავებდა. “სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. 230 ათასი ნაკვეთი თუ არის, ხომ შეიძლება სამობილიზაციო სამსახურივით გავაკეთოთ. პრინციპში თითო წევრზე 100 ლარი რომ გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით. მე ვიცი, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელშიც გაცილებით მეტ ფულს ვიხდით და შემდეგ დრო რომ გადის არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ რაღაც სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. ადამიანები თავის თხილს თუ არ უვლიან, 70 %-ს თუ კარგავენ, ისინი იმ ფაროსანას 22 თხილს გაუფრთხილდებიან? გამოდის, რომ მასშტაბურად სხვა პრობლემა გამოიკვეთა თხილთან მიმართებაში და თუ გავყვებით სხვა კულტურის მიხედვით, იქაც სხვა პრობლემები გამოჩნდება. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს ჩარეული მოსავლის მოყვანაში. რაღაცნაირად მივენდეთ საბაზრო ეკონომიკას, გავიწიეთ ბოლომდე და ვთვლით, რომ ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. მე მგონია, არ არის სწორი”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)