|
2018-01-17 13:55:09, 1778 ნახვა
კომენტარი
„ბასიანის“ თანამფლობელი: არავის დაჭერა არ გვიხარია, თუმცა პრინციპული იყო გაგვეგო, რამდენადაა მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზე
„ჩვენ არ გვიხარია არავის დაჭერა, თუმცა იყო პრინციპული საკითხი, გაგვეგო მართლმსაჯულება რამდენად იყო მოწოდების სიმაღლეზე“, - ასე შეაფასა კლუბ ბასიანის მფლობელმა ზვიად გელბახიანმა მომხდარ ინციდენტში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება. მისი თქმით, „ბასიანის“ დაცვის წევრებს ბრალდებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, პირიქით, ისინი ცდილობდნენ პიროვნება ტერიტორიიდან მშვიდად გაეყვანათ. „პოლიციელის დაჭრაზე იყო საუბარი. კარგია, რომ მართლმსაჯულებამ გაიმარჯვა. ჩვენთვის პრინციპული იყო, გაგვეგო, იყო თუ არა მართლმსაჯულება სელექციური და რამდენად იდგა მოწოდების სიმაღლეზე. დაცვის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ მიუხედავად იმისა, რომ დაცვის წევრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ისინი ცდილობდნენ, მას მშვიდობიანად დაეტოვებინა ტერიტორია“, - განაცხადა კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელმა. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)