|
2018-01-17 12:46:17, 1739 ნახვა
კომენტარი
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო შს მინისტრი: დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევის მკვლელის ძებნა გრძელდება. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა საინფორმაციო სააგენტო „რესს“ განუცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დამნაშავის ვინაობა დადგინდა. „ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო და სავარაუდოდ, მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა“– განაცხადა ნანიევმა. ე.წ. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილის ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. დე ფაქტო შს მინისტრის თქმით, მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა. „დამნაშავემ, მაკაროვის იარაღიდან დუდაევს თავში ორჯერ ესროლა“,– განაცხადა ნანიევმა. როგორც გამოცემა „რესი“ იუწყება, თუ დამნაშავის საქართველოში ყოფნა დადასტურა, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შესაბამისი ორგანოები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას დაიწყებენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა. შეგახსენებთ, რომ მარეკ დუდაევი, ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს. 2013 წლის 7 ივნისს კი ამნისტიით გათავისუფლდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)