|
2018-01-16 15:48:06, 1999 ნახვა
კომენტარი
„პოლიციელის პროფესია არის მთლიანად რისკი, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა ხელმძღვანელობისგან და საზოგადოებისგან“
„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებები იყო დროული და მიუთითებს, რომ სამინისტრო გამართულად ფუნქციონირებსს“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ კლუბ „ბასიანის“ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, შსს-ს დღევანდელი პოზიცია იყო მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინება და პოლიციელთა მუნდირის დაცვა. „პოლიციელებს რისკის ფასად უწევთ დანაშაულის აღკვეთა, პოლიციელის პროფესია რთულია, მათ უწევთ დამნაშავეებთან ურთერთობა და ბრძოლა. სამინისტროს პოზიცია დღეს იყო ერთის მხრივ სამართლიანობის დაცვა, მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინება და პოლიციელთა, თნამშრომელთ მუნდირის დაცვა. პოლიციელებს დამატებითი წახალისება, ყურადღება სჭირდებათ სამინისტროს ხელმძღვანელობისგანაც და მთლიანად საზოგადოებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს განცხადებები არ გავრცელდა სასამართლო სხდომამდე. შესაძლოა, ეს აღქმულიყო სასამართლო საქმიანობაში ჩარევად, ყველანაირი ზეგავლენა რომ გამორიცხულიყო“, - განაცხადა ზურაბ მხეიძემ. შეგახსენებთ, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მამაკაცმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. ბრალდებულის დაკავება დანაშაულის ადგილზემოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)