|
2018-01-16 14:36:35, 2274 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: მე მარტო ტყვია თუ გამაჩერებს, რაც იმათგან მოსალოდნელია
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოს მიმართონ. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის ბოლომდე ბრძოლას აპირებს. მისივე თქმით, პროცესში სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა გამოძიებას სწორი მიმართულებით წარმართავს. "მთელი საქართველო და მთელი ხეობა აღელვებულია. ჩემი გაჩერება და გატეხვა იქნება ღმერთის და ხალხის წინაშე ძალიან დიდი სირცხვილი. მე მარტო ტყვია თუ გამაჩერებს. რაც იმათგან მოსალოდნელია", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. საბოლოოდ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა. იგი სოფელ დუისის სასაფლაოზე 11 იანვარს დაკრძალეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)