|
2018-01-16 13:19:17, 837 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ართვინის გუბერნატორს შეხვდებიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძეთან და თურქეთის რეპუბლიკის კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან ერთად მეზობელ თურქეთში გაემგზავრება და ართვინის გუბერნატორს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო. რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელი პირები თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე სარფის საბაჟოსთან შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრნენ, რომლებიც თურქეთის მხრიდან საზღვრის კვეთის რეგულაციებს აპროტესტებენ. "მე დღეს დილიდან მქონდა შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულთან, ამავდროულად მქონდა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან, თურქეთში ჩვენს საელჩოსთან. მიმდინარეობს მუშაობა, იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინსტანციებში, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული ორ ხალხს შორის პარიტეტული ურთიერთობა, მიმოსვლა, მგზავრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლებაც არის ჩართული ამ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით. ამავდროულად, დაგეგმილია შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან, რომელიც სარფის საბაჟოს კურირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ კონსესუსს, რათა ორი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ თანაბარ პირობებში საზღვრის გადაკვეთა, ეკონომიკური შემადგენელიც მნიშვნელოვანია, რათა ხალხს მიეცეს საშუალება იმგზავროს და არ ჰქონდეს შეფერხებები. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, რამდენიმე საათში დავბრუნდები თურქეთის რესპუბლიკიდან და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სარფის საბაჟოზე შეკრებილ მოქალაქეებთან.
(NS)
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)