|
2018-01-15 18:21:53, 1940 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მზად ვართ, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ
„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადების შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და მსჯელობა ამის საფუძველზე გაგრძელდება. „რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია, თავის დროზე, ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება, დაახლოებით, 50 მილიონი, მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურებოდა, გარდა სხვა ზომებისა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რა თქმა უნდა, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე, სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ, ასე ვთქვათ, ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა, მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)