|
2018-01-12 17:59:57, 2705 ნახვა
საზოგადოება
ნაცვლიშვილი: მედიაკოალიციის შენიშვნებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტი განიხილავს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "მაუწყებლობის შესახებ კანონში" პარლამენტის მიერ ახლადმიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრის ინიციატივა კოალიციამ რამდენიმე დღის წინ გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტის ახლადდანიშნულ საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს ჯერ კიდევ ხელმოუწერელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა. ნაცვლიშვილის თქმით, შეხვედრაზე საკმაოდ დასაბუთებული მოსაზრებები გამოითქვა, რა პრობლემას შეიცავს აღნიშნული კანონი. მისივე განცხადებით, ეს ყველა საკითხი იქნება განხილული პრეზიდენტთან და სწორედ ამ განსჯის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. "15 იანვარს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოაცხადებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ეს შეხვედრა მედია კოალიციასთან. მათ გამოხატეს შეხვედრის სურვილი და ბუნებრივია, ჩვენ ღია ვართ ამგვარი კომუნიკაციისათვის, როგორც ამ, ასევე სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან თუ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან. ასე რომ, თუ იქნება ასევე დამატებითი ინტერესი სხვა ჯგუფებში, ამ თუ სხვა კანონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ღია ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები სამუშაო პროცესის ფარგლებში გავმართოთ",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2011 წლის აპრილში შეიქმნა და მისი მიზანია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა. კოალიციის წევრი ორგანიზაციებია:ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის", საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რეგიონული მაუწყებლების ქსელი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიაკლუბი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრას ნატა ძველიშვილი, ნათია კუპრაშვილი, ზვიად ქორიძე, ხათუნა ჯინჯიხაძე, სალომე ცეცხლაძე და ანანო ცინცაბაძე ესწრებოდნენ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)