|
2018-01-12 16:33:41, 1999 ნახვა
კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლის პატიმრობა აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა
თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მისი ქმრის დაპატიმრებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც მუსტაფაევა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაპატიმრება აწყობდა. ის პირველ კომენტარს აკეთებს, მას შემდეგ, რაც აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: "აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მე ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სათავეში, აფგანის დაკავებასა და პატიმრობაშია დამნაშავე. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ჩადენილი საქართველოში, რომელიც შემდგომ აზერბაიჯანში გაგრძელდა. ის საქართველოდან 8 თვის წინ გაიტაცეს. ორივე ქვეყანას, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის პატიმრობაზე. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ნათელი გახდა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მუხთარლი საქართველოს ტერიტორიიდან , ლაგოდეხის გავლით გაიტაცეს. აფგანი უდანაშაულოა. სამივე ბრალდება, რომელიც მას წარუდგინეს არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ის დააკავეს მისი პროფესიონალური საქმიანობის გამო, რადგან აფგანი პრეზიდენტ ალიევის ოჯახის ქონების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა, მათ შორის იმ ბიზნესების თაობაზე, რომლებსაც ალიევის ოჯახი საქართველოში ფლობს. აზერბაიჯანულმა და ქართულმა ხელისუფლებამ ერთი ჟურნალისტი გამომძიებელი გააუნებელყვეს, კერძოდ კი, შეზღუდეს მისი თავისუფლება და ჩასვეს ციხეში. როგორც არ უნდა იყოს, მე და მისი კოლეგები გავაგრძელებთ, მის საქმეს და გამოძიებებს ჩავატარებთ", - წერს აფგან მუხთარლის მეუღლე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)