13:07 - 15 Nov, 2026
|
2018-01-11 17:56:52, 965 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ორსულებისთვის ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა უფასოა
2018 წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ ორსულს, რომელიც რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს უფასოდ ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში (ერთჯერადად). პროგრამა მოიცავს: ფარისებრივი ჯირკვლის ექოსკოპიას; თავისუფალი თიროქსინისა და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას; ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. პროგრამაში მონაწილეობს ანტენატალურ კომპონენტში ჩართული 13 სამედიცინო დაწესებულება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის გაცნობის მიზნით ახორციელებს შეხვედრებს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





