|
2018-01-11 15:33:44, 1766 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას უპასუხებს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სპეცსამსახურების მუშაობას დადებითად აფასებს: "უპასუხისმგებლობა განცხადება იქნება ჩემი მხრიდან, რომ გითხრათ - იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი. კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მთავარია ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ კარგად. ისინი პირველად საქართველოს ისტორიაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამოდიან ეროვნული ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ ასეთივე გულრწფელი იქნება გამოძიება და ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარნაგელოზის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ის 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)