|
2018-01-10 14:06:50, 1698 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი პანკისში სპეცოპერაციისას ძალის გადამეტებას
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი საქმის განვითარებას დააკვირდება. ომბუდსმენმა, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, პროკურატურას საქმის მასალების გადაცემის თხოვნით მიმართა. „მე, როგორც სახალხო დამცველი ვიძლევი პირობას რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს. ასევე, აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)