|
2018-01-08 13:47:33, 916 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამა აამოქმედა
მიმდინარე წლის პირველ იანვარს, ახალი პროგრამა - „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ამოქმედდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი - 15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა - 12 სეანსი). მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები. დაფინანსების ფორმა: მომსახურება ანაზღაურდება არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. პროგრამით გაწეული მომსახურება დაფინანსდება ღირებულების 100%-ით. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=618666&gid=3#.WlMXia7XaUk
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





