|
2018-01-07 10:50:19, 1824 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს
„გზავნილები, რომელიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული მუშაობის პროცესში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე საშობაო ლიტურგიას, დეპუტატებთან ერთად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. საზეიმო წირვის დაწყებამდე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ეკლესიის როლზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ნარკოპოლიტიკაზე გამახვილდა. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მივულოცავ მთელ საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს ოჯახებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები საყურადღებოა საქართველოს პარლამენტისთვის. „მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ეს გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო, მათ შორის, საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)