|
2018-01-06 14:41:26, 985 ნახვა
რეგიონი
„ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსური კომპენსაცია გადაეცემათ
სასტუმრო "ლეოგრანდის" ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, ხანძრის დროს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს ფინანსური კომპენსაცია გადაეცემათ. როგორც ადვოკატმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ათივე ოჯახთან დასრულებულია. "გაფორმებულია შესაბამისად შეთანხმებებიც. რა თქმა უნდა კონკრეტული დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ. ეს ოჯახების გადასაწყვეტია. თუმცა საუბარია, როგორც ერთჯერად კომპენსაციებზე ასევე ბავშვების მიმართ, გარდაცვლილთა შვილების მიმართ სრულწლოვნობის მიღწევამდე მატერიალურ დახმარებაზე. კვლავ მიმდინარეობს ექსპერტიზა, ვინაიდან შენობას ჯერ კიდევ იცავენ სამართალდამცველები. რაც შეეხება იმას, თუ როდის დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა ადვოკატმა. "ქრონიკის" ინფორმაციით, დაღუპულების ნათესავები შიდა საუბრებში ამბობენ, რომ კომპენსაცია 50 ათას დოლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





