|
2018-01-05 18:16:05, 2843 ნახვა
საზოგადოება
გერმანულმა კლინიკამ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა
გერმანულმა კლინიკამ პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა. როგორც ლურსმანაშვილლმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გერმანულ კლინიკას დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნეს. "მათ განაცხადეს რომ ამ ეტაპზე კლინიკის გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება არ შეუძლიათ. ეს იყო მიზეზი რაც ჩემთვის არის ცნობილი. რამდენიმე კლინიკიდან ველოდებით პასუხს, მათ შორის თურქეთიდანაც. ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით და კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)