|
2018-01-05 09:46:45, 1873 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს იუბილე მიულოცა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს 85 წლის იუბილე მიულოცა. მილოცვა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - დაბადებიდან 85 წელს. ქრისტესთვის დიდი ხნის განმავლობაში მსახურების მანძილზე, თქვენ მეფე სოლომონის მსგავსად, გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად - სტუმართმოყვარეობის სათნოება, დავით მეფსალმუნის მსგავსად - შემოქმედებითი ტალანტები. ზრუნავთ რა იერარქთა, კლირის და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, მათ სიყვარულით მოუწოდებთ დაუღალავად იზრუნონ, რადგან „ერთი რამ არის საჭირო (ლკ.10:42)“ და გაატარონ ცხოვრება წმინდად. მრავალი ბეჯითი შრომით დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და მაღალი ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში და ამჟამად ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი. დაე, მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ მაღალ საპატრიარქო საქმიანობაში. გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღე იყო. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)