|
2018-01-03 19:30:06, 1902 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება
"დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის სასწავლო-საწვრთნელო გემის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა. "ბოლო 5 წლის განმავლობაში აკადემიაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა," - განაცხადა ქუმსიშვილმა. პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება. სასწავლებელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი" უსასყიდლოდ გადაეცა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გემი პრაქტიკულად გამზადებული იყო გასაყიდად, მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა". პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება. გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ამ დრომდე არ გააჩნდა. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)