10:24 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-03 10:00:28, 1982 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

1-ელი იანვრიდან, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ყველა სახის ავტომობილებს შეეხება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

პირველ ეტაპზე, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3.5 ტონაზე ზემოთ) შეეხება. ასევე გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. საუბარია  სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებზე, მათ შორის მისაბმელიან ავტოტრანსპორტზეც.

2018 წლის 1-ელი ივლისიდან, ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები გაივლიან.

რაც შეეხევა სხვა ამვტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას, 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომანქანები. კერძოდ კი, 3.0 ძრავით და ზემოთ, ვინაიდან აღნიშნული ძრავის მქონე ავტომობილების გამონაბოლქვის გამო, ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. დარჩენილი ავტოპარკი ინსპექტირებას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაივლის და ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

ამავე თემაზე:

რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა

რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს

ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics