|
2017-12-29 21:23:42, 3135 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - რატიანის საქმის კონტექსტში, სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი ეხებოდა საპოლიციო კონტროლს და საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვას. „ვისაუბრეთ კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით და ასევე სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით. შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც დაანონსდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახში, ასევე, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და ა. შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოეტ ზვიად რატიანის საკითხსაც და უწყების სტრუქტურულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით. „რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ ზოგადად სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ, რადგან ამაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი. რატიანი სამართალდამრღვევად ცნო დღეს სასამართლომ და ასევე მიმდინარეობს პროკურატურის მიერ გამოძიება. სანამ არ დასრულდება გამოძიება, მანამ შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე გავაკეთებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე თემურ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)