|
2017-12-28 16:39:47, 2041 ნახვა
საზოგადოება
ყოფილ პატიმრებს საახალწლო ნობათები გადაეცათ
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. სასაჩუქრე კალათები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე გადანაწილდა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ბენეფიციარებს შეხვდა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შექმნიდან 5 წელი გავიდა. 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი პატიმრების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება, ბიზნესინიციატივების დაფინანსება, ტატუს მოცილება და სხვა. პროგრამის სხვადასხვა სერვისით 2200-მდე ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. მათ შორისაა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც 108 ბენეფიციარს ბიზნესიდეა უკვე დაუფინანსდა. წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეებს და, შესაბამისად, უფრო მეტ ბენეფიციარს შეუძლია საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყოს და საკუთარი ოჯახი უზრუნველყოს.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)