12:49 - 15 Nov, 2026
|
2017-12-28 16:38:24, 930 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი: რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და მის შემადგენლობაში უნდა ვიყოთ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, "რესპუბლიკა" რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი "სამხრეთ ოსეთის" "ისტორიული სამშობლოა". "სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ის ჩვენი ისტორიული სამშობლო. ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში უკვე 80 წლის განმავლობაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ფაქტობრივად რუსეთი ვართ. ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან, ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული, ხელფასები და პროგრამები რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება", - განაცხადა ბიბილოვმა. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობა" მზად არის "რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი" ნებისმიერ დროს ჩაატაროს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





