|
2017-12-27 20:40:32, 2525 ნახვა
საზოგადოება
445 დევნილი ოჯახი 2018 წელს ახალ ბინაში შეხვდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გორში, 8 ახალაშენებულ კორპუსში 445 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს. დღეს, გორში 160 ერთოთახიანი, 240 ოროთახიანი და 45 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ. კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. გორში, ახალაშენებულ კორპუსებში სულ 480 ბინაა, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 445 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 35 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი ცხადდება. პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ დაკმაყოფილდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)