|
2017-12-27 16:45:22, 2097 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში წინასაახალწლო მიღება გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლო მიღება გაიმართა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ბენეფიციარებს მიესალმა, წლის განმავლობაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. შემეცნებით-გასართობ პროგრამაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. 30-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო. ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნები, ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, 14 წლამდე ასაკის ბავშვები დაესწრნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)