|
2017-12-27 15:41:21, 2134 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ფასების ზრდა რთულია ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს
„ფასების ზრდა, გადასახადის, სოციალური გადასახადების ზრდა, რასაკვირველია, რთულია ხალხისთვის, ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს უახლოესი 3 წლის განმავლობაში“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას. ვოლსკი სახელმწიფოს მხრიდან მეტი დახმარების აღმოჩენაზე ამახვილებს ყურადღებას: „მძიმე ვითარებაა. საერთოდ ეს ფასების ზრდა, გადასახადის, სოციალური გადასახადების ზრდა, რასაკვირველია, რთულია იმ ხალხისთვის, ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს უახლოესი 3 წლის განმავლობაში.წარმოუდგენლად ძნელი იქნება სხვა ბევრი ადამიანისათვის. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა მოქმედებს, სახელმწიფო პროგრამა და ამ მხრივ სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი შეღავათი, მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინოს სოციალური პროექტების სახით. გავლენა სახელმწიფოსი სემეკის გადაწყვეტილებებზე, რასაკვირველია, მინიმალურია. ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ მათ აქვთ პროგრამები, რომლებიც ეკონომიკას ააღორძინებს მოკლე პერიოდში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად მსოფლიოში ვითარება საკმაოდ რთულია ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)