|
2017-12-26 20:49:02, 2355 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე ისნისა და დიდუბის რაიონებში წინასაახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, სადაც გამგეობების ორგანიზებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართა. თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებებზე ისნისა და დიდუბის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ. „დიდუბის რაიონის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება დამდეგ შობა-ახალ წელს ეძღვნება. დღევანდელი კონცერტი განსხვავებულია შინაარსობრივად, იმ მხრივ, რომ ამ ღონისძიების ყველა მონაწილე, როგორც შემსრულებელი, ასევე მაყურებელი დიდუბელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მოსახლეობას ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღის განმავლობაში, ისნისა და დიდუბის რაიონებში თეატრალური წარმოდგენები, პერფორმანსები, სხვადასხვა კონკურსები და სახალისო ვიქტორინები ჩატარდა. ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვეულმა ქუჩის აკრობატებმა ღია სივრცეში სადღესასწაულო სანახაობა წარადგინეს. თოვლის ბაბუამ კი, პატარებს საჩუქრები გადასცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)