|
2017-12-26 19:57:17, 2301 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ. ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ ზამთრის საბურავების არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს. შესაბამისად, გუდაურში, ძლიერ თოვაში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო. პირველ ადგილზე გასულ მერაბ ქობულიას „ვისოლისგან“ და „ვიანორისგან“ 1000 ლარიანი ვაუჩერი, 150 ლიტრი საწვავი და „ანტიფრიზი“ ერგო. მეორე ადგილზე გასულ შაკო ციხელაშვილს 500 ლარიანი ვაუჩერი, 50 ლიტრი საწვავი და 5 ლიტრი „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა. მესამე ადგილზე გასულ იოსებ ნაზღაიძემ კი 5 ლიტრი „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი და „ანტიფრიზი» მიიღო. რბოლაში მონაწილე ყველა მძღოლს „ვიანორისგან“ „ანტიფროსტი“ გადაეა საჩუქრად. „ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“ იყო, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა. Gudauri Travel Bar-მა კი თბილი გლინტვეინით იზრუნა მაყურებელთა განწყობაზე. ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი - BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენას მოაწყობს. ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)